სერვისები

მიდეა CAC საქართველო მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის და უადვილებს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამასთან, არსებული სერვისები კომპანიისთვის კომერციული მოგების წყაროს არ წარმოადგენს:

 საგარანტიო მომსახურება

“Midea CAC საქართველო” გთავაზობთ გარანტიის უპრეცენდენტო პირობებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტექნიკური გუნდი რეგულარულად გადის ტრენინგებს „მიდეა ჯგუფის“-ს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, საშუალება გვეძლევა უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ პრობლემის ზუსტი დიაგნოზირება და აღმოფხვრა.

 მონიტორინგი

„Midea CAC საქართველომ“ დანერგა ხარისხის კონტროლის სისტემა, რომლის მიხედვით სერთიფიცირებულ ინჟინერთა ჯგუფი ზედამხედველობას უწევს “HVAC სისტემები”-ს ინსტალაციას და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს. ამის შემდგომ პერიოდულად ხორციელდება სისტემის მონიტორინგი.

 გაყიდვების შემდგომი სერვისი

“HVAC სისტემები”-ს გამართულ მუშაობას „Midea CAC საქართველო“-ს ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს. ჩვენი ინჟინრები მომხმარებელს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ როგორც პროდუქციის სწორად შერჩევაში, ასევე მის საინსტალაციო და საექსპლუატაციო საკითხებში.

  HVAC სისტემის პროექტირება

პროდუქტის შესაბამის "selection" პროგრამაში პროექტის მომზადება.

 მარაგები

საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემატურად ვანახლებთ საქართველოში არსებულ სასაწყობო მარაგებს, უახლესი მოდელებით. შესაბამისად, პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია უმოკლეს ვადებში, როგორც ქ. თბილისში არსებული საწყობიდან, ასევე სპეც. შეკვეთის შემთხვევაში უშუალოდ “Midea”-ს ქარხნიდან.