Midea ჯგუფი

1968 წელს He Xiangjian-მა 5000 იენით დაარსა მიდეა, რომელიც 2016 წლის მონაცემებით  მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ტოპ 500-ში შევიდა, The Forbes Global 2000-ის მიხედვით.

1980 წელს, "მიდეა ჯგუფმა" დაიწყო ელექტრო ვენტილიატორების წარმოება და შევიდა საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე, ხოლო  1981 წელს კი,  დაარეგისტრირა პირველ ლოგო, რომელიც ცოტა სახეშეცვლილი (შეიცვალა ფონტი და ფერთა გამა) მოვიდა დღემდე.

1985 წელი, "მიდეა ჯგუფის" ისტორიაში, არის ერთ-ერთი გარდამტეხი თარიღი. წინა პერიოდის მსგავსად, როდესაც, 1980 წელს, აითვისეს ელექტრო მოწყობილობების ბაზარი, "მიდეა ჯგუფმა" კვლავ გააგრძელა ახალი პროდუქციის ხაზის შექმნა და შევიდა სრულად ახალ, საყოფაცხოვრებო კონდიცირების ბაზარზე (RAC). 1999 წელს კი კომპანიამ დაიწყო ცენტრალური კონდიცირების (CAC) ბაზარისთვის პროდუქტების წარმოება.

მიდეა ჯგუფში, ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ, 190 ქვეყნის, 21 საწარმოო ხაზისა და 260 ლოგისტიკური ცენტრის მასშტაბით, დასაქმებულია 140 000-ზე მეტი ადამიანი. კორპორაცია ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა „Kuka“, “Carrier”, „Hualing“, "Clivet".

2014 წლის მონაცემებით მიდეა ჯგუფის შემოსავალმა 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კომპანია კვლებესა და განვითარებაში 800 მილიონ ამერიკული დოლარს დებს ყოველწლიურად.  

კომპანია, ყოველწლიურ ზრდასთან ერთად, უამრავი წარმატებისა თუ ჯილდოს მფლობელი გახდა.  მიდეას დიზაინი ყოველწლიურად 40-ზე მეტ ჯილდოს იგებს ისეთ პრესტიჟულ, გლობალურ შოუებზე, როგორებიცაა Red Dot, iF და Good Design Award.” 

ბოლო დეკადის განმავლობაში, მიდეას HVAC პროდუქტებით გაკეთდა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: 2016 წელს ბარაზილიაში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების 12 და 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 9 მოედანი, ასევე საქრთველოში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიადის მოედნები და სხვა მრავალი.